ctc - ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს პროექტის ციკლის მართვაში (PCM), 2011 წლის 21-25 თებერვალს.
რა არის პროექტის ციკლის მართვა (PCM)?
დღევანდელ სამყაროში ძალიან ბევრი ორგანიზაცია და პიროვნებაც სხვადასხვა საქმის შესასრულებლად პროექტულ მიდგომას იყენებს. პროექტის მართვისადმი სხვადასხვა მიდგომებს შორის, PCM - პროექტის ციკლის მართვა, რომელიც პროექტს განსაზღვრავს, როგორც რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ეტაპისგან შემდგარ ციკლურ პროცესს - ყველაზე აღიარებული მიდგომაა. PCM არის პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის მეთოდი. ყველა დიდი დონორი ორგანიზაცია მას პროექტების მართვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ PCM-ის მეთოდით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები დონორების მხრიდან მეტ ნდობას დაიმსახურებს. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად გამოყენებული PCM მიდგომა მოიტანს უკეთეს შედეგებს და გამიზნულ ზემოქმედებას.
რატომ მივიღოთ მონაწილეობა? - თქვენი სარგებელი:
ctc-ში PCM კურსზე დასწრების შემდეგ, თქვენ შესძლებთ:
** შექმნათ, განახორციელოთ და მონიტორინგი გაუწიოთ მცირე და საშუალო ზომის პროექტებს დამოუკიდებლად
** შექმნათ პროექტის დაგეგმვის მატრიცა (PPM) ლოგიკური ჩარჩოს გამოყენებით (LFA)
** ჩამოაყალიბოთ პროექტის კონცეფცია და ლოგიკა, რომელიც ნათელია და ცხადი
** შეიმუშავოთ ოპერაციული გეგმები ანუ პროექტის მიზნები და ამოცანები კონკრეტულ საქმიანობებს, დავალებებსა და პასუხისმგებლობებში გადათარგმნოთ
** განახორციელოთ ეფექტური ბიუჯეტირება და რესურსების განაწილება
** გასწიოთ პროექტის ეფექტური მონიტორინგი და მართვა
** შექმნათ უკეთესი ანგარიშები.
ხანგრძლივობა: 10:00-17:00.
კურსი 5 დღეს გრძელდება.
კურსის მთლიანი ღირებულება შეადგენს 225 ლარს.
ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს ctc-ის კურსზე დასწრების სერტიფიკატს, სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს და კურსის მონაწილეთა სიას. ctc-ის მომსახურება ასევე მოიცავს:
** ხელზე გასაცემ მასალებს
** საკითხავ მასალებს
** ორ ნოყიერ მცირე ყავის შესვენებას
** სადილს.
ctc-ის ტრენინგები ტარდება ctc-ის ტრენინგების დარბაზში, რომელიც კომფორტულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო თანამედროვე სატრენინგო მოწყობილობით. ჩვენს ტრენინგებზე თქვენ აღმოჩნდებით ძალიან საინტერესო სამუშაო და ამავე დროს მეგობრულ გარემოში, რომელსაც ერთად ქმნიან ctc-ის თანამშრომლები და კურსის მონაწილეთა მრავალფეროვანი ჯგუფები.
რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ctc-ის ღია კურსებზე დასწრება უფასოა. ტრენინგზე დასასწრებად მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, ctc იტოვებს უფლებას, მონაწილეები შეარჩიოს კონკურსის საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის PCM ტრენინგისა და ctc-ის სხვა მომსახურებების შესახებ:
დაგვირეკეთ: (+995 32) 20 67 74; 20 67 75
მოგვწერეთ: ctc@ctc.org.ge
მობრძანდით: ალ. ყაზბეგის გამზირი 34, თბილისი 0177
---
Attached file: http://www.jobs.ge/files/29718-ctc-pcm-app-form.zip