2011 წლის 28 თებერვლიდან 2 მარტამდე CTC-ისა და CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის) თანამშრომლობით, CENN-ის ბულაჩაურის ”მწვანე ცენტრში” ზემო სვანეთისა და საქართველოს სხვა რეგიონის ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველ დღეს ორგანიზაციები ზემო სვანეთიდან ”ნენსკრა” (ჭუბერი); ”სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეების ასოციაცია” (ბეჩო, ეწერი, მესტია) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამეგრელოდან, მცხეთა-მთიანეთიდან, აჭარიდან, თბილისიდან, შიდა ქართლიდან და კახეთიდან შეხვდნენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორს ქეთი ვაშაკიძეს. ქალბატონმა ქეთიმ მონაწილეებს გააცნო ფონდის მუშაობის პრიორიტეტები და ფორმები. გაიმართა დისკუსია თანამშრომლობისა და დაფინანსების შესაძლო ფორმების შესახებ.
დღის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა ევრაზიის ფონდის შესაბამისი ფორმის მიხედვით განიხილეს ერთი პროექტის ლოგიკური ჩარჩო.