Thursday, February 10, 2011

უფასო ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი და "პარტნიორები - საქართველო" აცხადებენ ტრენინგ-პროგრამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

ტრენინგები ტარდება ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით, "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების" პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა ამ ორგანიზაციების წევრების ცოდნის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

ტრენინგების თემატიკა:

** სოციალური მეწარმეობა;
** მრავალფეროვნების მართვა;
** პროექტის შედგენის ტექნიკა; პროექტის დაგეგმვის, განხორციელების მართვის და შეფასების მეთოდები.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება რეგიონულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.

ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში დანერგვას.

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (მონაწილეს წარადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელი) უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ მითითებულ ორივე მისამართზე: apply@csrdg.ge და tsereteli@osgf.ge 2011 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: "OSGF Training Program".

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი.


---

თანდართული ფაილი: http://www.jobs.ge/files/29700-csrdg-training-cso.zip