2010 წლის 14 ნოემბერს ზემო სვანეთის პროექტის დირექტორის პავლე თვალიაშვილის თაოსნობით მესტის მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა ხეების დარგვის აქცია ‘’ბუნება ჩვენი მეგობარია’’ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 23 ადამიანმა. აქცია ჩატარდა მსოფლიო პროგრამის ENO ფარგლებში..
მესტიის II საჯარო სკოლის ეზოში დაირგო 22 ფიჭვის ხე. ბავშვებმა მიიღეს უფროსებისაგან ხის დარგვის გამოცდილება, შეთანხმდნენ რომ ტრადიციად აქცევენ ყოველწლიურად თითო ხე მაინც შემატონ ბუნებას. ამ აქციამ მჭიდროდ დააკავშირა ჩთჩ მესტიის რესურს ცენტრი და მესტიის II საჯარო სკოლა.
ამ პროგრამით მოსწავლეები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები შეურთდნენ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში 2017 წლამდე 100 მილიონი ხე უნდა დაირგოს.