Sunday, November 21, 2010

სემინარი სასტუმროს სახლების მეპატრონეებისთვის

2010 წლის 7 ნოემბერს მესტიის რესურს ცენტრში ჩატარდა სემინარი სასტუმროს მეპატრონეებისათვის, სემინარი CTC–ის მოწვევით ჩაატარეს ელკანას ექსპერტებმა. სემინარს ესწრებოდა 14 ადამიანი. მათ შორის სასტუმროს მფლობელი-12.
მეპატრონეებმა ისაუბრეს საკუთარ სასტუმროებზე თუ როგორ აპირებენ ამ ბიზნესის მართვას. მიზნად დაისახეს,რომ ყველა სასტურო სახლს ჰყავდეს ინგლისურ ენაზე მოსაუბრე დიასახლისი, გიდი და მიენიჭოს კატეგორია ‘’მზე’’. მიზნად დაისახეს მაქსიმალური გააქტიურება, მაღალმთიანი რეგიონის სასტუმროების მფლობელთა გამოცდილების გაზიარება და პროექტებში ჩართვა.