ძვირფასო მეგობრებო!
გაცნობებთ, რომ ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს კონკურსს ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადამიანის უფლებათა განათლება ყველასთვის" ფარგლებში ბაკურიანში, 2010 წლის 23–27 აპრილს დაგეგმილი ტრენინგის მონაწილეების შერჩევაზე. ტრენინგი დაფუძნებულია ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოზე "კომპასი".
დეტალური ინფორმაცია ტრენინგისა და განაცხადის წარდგენის თაობაზე მოცემულია თანდართულ ფაილში "ინფორმაცია". აგრეთვე, წერილს თან ერთვის განაცხადის ფორმას. განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილის 18.00 სთ.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ სხვა დაინტერესებულ პირთა და ორგანიზაციათა შორის.
ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი
www.humaneducation.info