ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი CTC
მესტიის რესურს-ცენტრში იწვევს 19-დან 25 წლამდე ახალგაზრდას ვაკანსიის დასაკავებლად.
ვაკანსია: ახალგაზდული პროგრამების საინფორმაციო წარმომადგენელი მესტიაში.
ახაგაზრდა უნდა იყოს დაბა მესტიაში ან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები.
კანდიდატმა უნდა იცოდეს:
· კომპიუტერზე მუშაობა (ელ. ფოსტა, სკაიპი, ინტერნეტში ძიება, word)
· მინიმალური საკომუნიკაციო ინგლისური (წერილობით და ზეპირი)
ახალგაზდული პროგრამების საინფორმაციო წარმომადგენელობის კანდიდატს უნდა შეეძლოს:
· გაეცნოს ელექტრონულად (ელ.ფოსტა, ინტერნეტი) მიწოდებულ ინფორმაცებს
· დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია
· შეარჩიოს მესტიელი ახალგაზრდებისთვის შესაბამისი ინფორმაციები
· შეხვდეს და ესაუბროს მესტიის რაიონის ახალგაზრდებს პირადად
· დაგეგმოს შეხვედრები ახლაგაზრდებთან მესტიის რაიონში
· ორგანიზება გაუწიოს მესტიის რაიონში ჩასულ საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციების შეხვედრებს ადგილობრივ ახლაგაზრდებთან
· გაავრცელოს ინფორმაცია თანაბრად ახალგაზრდების ყველა ჯგუფში
· დაკავდეს აღნიშნული საქმიანობით ანაზღაურების გარეშე, სანამ შესაბამისი დაფინანსება არ იქნება მოძიებული.
ახალგაზდული პროგრამების საინფორმაციო წარმომადგენელს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ქართულ და საერთაშორიო:
· შეხვედრებში,
· ტრენინგებში,
· კონფერენციებში,
· ბანაკებში, და ა.შ.
მან დახმარება უნდა აღმოუჩინოს მსგავს ღონისძიებებში ჩართვის მსურველ ახალგაზრდებს ზემო სვანეთიდან.
ახალგაზდული პროგრამების საინფორმაციო წარმომადგენელს ექნება საშუალება ისარგებლოს CTC მესტიის რესურს ცენტრის რესურსებით საქმიანობების განსახორციელებლად.
იგი ითანამშრომლებს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმთან და სხვადასხვა რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო წარმომადგენლებთან.
დაინტერესებულმა ახალგაზრდამ თავისუფალი ფორმის წერილი (ქართულად) უნდა გააგზავნოს ფოსტაზე pavle@ctc.org.ge 2010 წლის 11 მარტის 13.00 სთ-მდე.
წერილში უნდა ეწეროს: თუ რატომ უნდა ამ პოზიციის დაკავება და რა შეუძლია გააკეთოს საქმის წარმატებულად განსახორციელებლად. მიუთითეთ ელ.ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონების ნომრები.