Friday, April 8, 2011

საზოგადოებრივი შეხვედრა ბეთქილში








2011 წლის 31 მარტს მესტიის ახალგაზრდულ ცენტრბეთქილშიგაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო, ზემო სვანეთის ადგილობრივი კულტურის შესაძლებლობების წახალისება და ამ მიზნით დისკუსიის გამართვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მესტიის გამგებელი შმაგი ნაკანი, საკრებულოს თავჯდომარე გოჩა გვარლიანი, მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი ანა გირგვლიანი, CTC-ის პროექტის მენეჯერი პავლე თვალიაშვილი, გერმანული დონორი ორგანიზაცია EED-ის წარმომადგენლები; ადგილობრივი კულტურისა და სხვა სამსახურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

არაფორმალურ გარემოში სვანური სიმღერებისა და ცეკვების ფონზე გაიმართა დისკუსია, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი კულტურა წარდენილ იქნას ქართველი და უცხოური ტურისტების წინაშე. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ზემო სვანეთის კულტურული შესაძლებლობები მრავალფეროვანია და საჭიროა ინიციატივების გამოჩენა ადგილობრივი დონიდან.

მრავალფეროვნების მაგალითი იყო ბეთქილის მეორე სართულზე წარმოდგენილი ხის, თექის, თიხის ნაკეთობანი, ნაქარგები, ნახატები და სხვა.

გამოითქვა სურვილი, რომ სხვადასხვა ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები შეხვდნენ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს და განხილულ იქნას შესაძლო პროგრამა.

ღონისძიება ჩატარდა CTC-ის მესტიის სათემო რესურს ცენტრის მიერ EED-ის დაფინანსებით და შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით: მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობა, “მეოხი 2010”, კულტურის განყოფილება, საეკლესიო საზოგადოება „ლაგუშედა“, სვანეთის ტურიზმის ცენტრი, კულტურის სახლთან არსებული ანსბლები „რიჰო“ და „ბეთქილი“.