Tuesday, February 1, 2011
კონფერენცია თურქეთში
ამერიკის საელჩომ 2011 წლის 24–26 იანვარს ქ.სტამბულში ჩაატარა ბიზნეს კონფერენცია “ Invest for the Future’’. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი) 127-მა მონაწილემ, მათ შორის იყო მესტიის CTC სათემო რესურს ცენტრის თანამშრომელი ლალი გაბლიანი. კონფერენციის მსვლელობისას ვიდეო მესიჯით ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატების მდივანი ჰილარი კლინტონი. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია. სიტყვაში გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ბიზნეს ქალბატონები.