Thursday, January 13, 2011

საინფორმაციო შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან

2010 წლის 11 იანვარს სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან

ჩატარდა შეხვედრა თემაზე:

CTC-ის მიერ გამოცხადებული კონკურსი მიკროგრანტებზე.

შეხვედრა მიჰყავდათ CTC მესტიის რესურს ცენტრის თანამშრომლებს ირინა გურჩიანს და ლალი გაბლიანს. შეხვედრას ესწრებოდა სოციალური სამსახურის 7 თანამშრომელი. შეხვედრის წამყვანებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ. დამსწრეებმა დასვეს კითხვები: კომისიის მუშაობის დეტალების შესახებ, თუ სად მოხდება განხილვა? ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

სოციალური სამსახურის თანამშრომლები დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს ჩართონ შვილები და მიაწოდონ ეს ინფორმაცია ყველა დაინტერესებულს. მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ეს იყო სასწავლო დანიშნულების გრანტები.

სურვილი გამოთქვეს დაესწრონ 2011 წლის 13 იანვარს გამოცხადებულ ღია კარის დღეს.